მოხარული ვართ, რომ თქვენი ყურადღება შეაჩერეთ ჩვენ ესთეტიკურ მედიცინის ცენტრზე “NT MEDICAL”-ზე რომელიც 2013 წლის სექტემბერში გაიხსნა, იგი აღჭურვილია ულტრა თანამედროვე უახლესი მოდელების აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალთ, რომელთაც არა მხოლოდ საქართველოში არამედ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში მრავალი ტრენინგი და სემინარი აქვთ გავლილი. ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ, რათა თავი თავდაჯერებულად და მუდამ ახალგაზრდად იგრძნოთ.

“NT MEDICAL”-ის კლინიკის ბაზაზე არსებობს ესთეტიკური მედიცინის სერთიფიცირებულ სკოლა სადაც მსურველებს შეუძლიათ შეისწავლონ: კლასიკური კოსმეტოლოგია, აპარატურული კოსმეტოლოგია, თანამედროვე ინექციური მეთოდები, ბოტოქსის ინექციები, 3D, 4 D, და 6D მეზო ძაფები, პერმანენტულ მაკიაჟი, ბიო ელექტრო და ლაზერული ეპილაციები (დიოდი, ფოტო ალექსანდრიტი), ასევე კოსმეტოლოგის თანაშემწის პოზიცია. კურსის დასრულებისას გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. შესაძლებელია სტაჟირება კლინიკაში. ჩვენ ვუზრუნველყოფს წარჩინებული მოსწავლეების ხელშეწყობას დასაქმებაში. “NT MEDICAL”-ში თქვენ დაგხვდებათ თბილი და მყუდრო გარემო, მომსახურების მაღალი ხარისხი.